ჩვენ შესახებ

DoveLine Auto Import — ადგილი, სადაც შენი ყველა ქმედება ღირებულია

2019 წლიდან DoveLine უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, დაჭრილი ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან, როგორც საქართველოში, ისე ევროპის მასშტაბითაც.

ის თავის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ავტომობილი მსოფლიოს წამყვანი აუქციონებიდან, დახურული და ასევე კერძო ლოკაციებიდან, მისთვის სასურველ დანიშნულების წერტილამდე.

პროფესიონალთა გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ ყველა ეტაპზე მომსახურება იყოს ხარისხიანი, სწრაფი, გამჭვირვალე, კომფორტული და უსაფრთხო.
წლების მანძილზე ვაყალიბებთ სანდო ურთიერთობებს ჩვენს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, რომლებთან ერთადაც განუწყვეტლივ ვვითარდებით და გთავაზობთ ინდივიდუალურ მომსახურებას.


შეიძინე შენთვის სასურველი ავტომობილი ან განავითარე ავტობიზნესი საზღვრების გარეშე იქ, სადაც შენი ყველა ქმედება ღირებულია!

Car Image

თუ ხარ ავტოდილერი ↓

გახდი პარტნიორი იქ, სადაც შენი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავენ — ურთიერთობა, რომელიც შენი სიმშვიდის გარანტია.

- მიიღე A კატეგორიის კოდები
- ისარგებლე საუკეთესო ფასებით სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე
- დაჭერი ავტომობილები ყველაზე მეტ ლოკაციაზე უკონკურენტო ტარიფით
- იყავი პირველი, ჩაერთე მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე: MANHEIM, ACV, PIPELINE, CARMAX...
- პირადი ექსპერტ- მენეჯერის დახმარებით გაიარე ყველა ეტაპი მარტივად
- გახადე საქმიანობა მომგებიანი შენი თითოეული ქმედებით
- ჩამოიყვანე ავტომობილები საიმედო საზღვაო ხაზებით: MAERSK, MSC, CMA-CGM, Hapag-Lloyd...
- შეიძინე პირდაპირ Live აუქციონიდან
- გამოიყენე უპირატესობები, რომელსაც მხოლოდ ჩვენ გთავაზობთ


ჩვენი მთავარი მიზანი

DoveLine Auto Import-ს მთავარი მიზანია ბაზრის ცვლილების მიუხედავად, მომხმარებლისთვის უსაფრთხო, გამჭვირვალე და მარტივი გზით ავტომობილების მიწოდება, კომპანიის მდგრადი ზრდისა და კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებით.

ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალურად მხარსვუჭერთ და ვზრუნავთ მათი ბიზნესის ყველა ეტაპზე გაუმჯობესებას, რათა შეძლონ მიწოდების უწყვეტობა, რისკების შემცირება, მომგებიანობის შენარჩუნება, მომხმარებლის ნდობის გაზრდა, გაყიდვების სტაბილურობა და ძლიერი კონკურენციით უპირატესობა.

Car Image